ახალი კორონავირუსის რისკების გამო დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ის 7.5-წლიან სასჯელს ფედერალურ ციხეში იხდიდა.
ადვოკატის თქმით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. პოლ მანაფორტს პატიმრობა გასული წლის მარტში მიუსაჯეს. ბრალდებები ტრამპის საარჩევნო კამპანიამდე, საფინანსო ხასიათის დანაშაულებებსა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების უკანონო ლობირებას უკავშირდებოდა. დანაშაული მან სასამართლოზე აღიარა, მანაფორტი საპატიმროში 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.